ასაკის მატებასთან ერთად ზოგი რადიკალურად იცვლება, ზოგი კი, სამუდამოდ ინარჩუნებს იმ სახასიათო თავისებურებებს, რომელიც ნებისმიერ ასაკში განსაზღვრავს მის ინდივიდუალურობას. უპასუხეთ მარტივ შეკითხვებს და გამოიცანით ცნობილი მსახიობები მათი ბავშვობის ფოტოების მიხედვით
მსახიობი, რომელმაც ქანთრი მუსიკოსის როლის შესრულებისთვის არა მხოლოდ „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია, არამედ „გრემის“ პრემიაც დაიმსახურა საუკეთესო საუნდთრეკის კატეგორიაში
ბოევიკების ვარსკვლავი, რომელიც 10-მდე სკოლიდან გარიცხეს მოზარდობაში სიჯიუტისა და თავნებობისთვის
ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, ვეგანი მსახიობი, რომელმაც ვეგანური რეცეპტების კულინარული წიგნი გამოსცა
მსახიობი, რომელმაც ფრანგული ლიტერატურის მოყვარული დედისა და ემილი ბრონტეს რომანის „ქარიშხლის უღელტეხილის“ წყალობით შეიძინა სახელი
მსახიობი, რომელმაც გენეტიკური დაავადების - ბელის დამბლის და ნაწილობრივ პარალიზებული სახის გამო ბავშვობაში „ფრანკენშტეინის“ სახელი შეიძინა
მსახიობი, რომელიც ბავშვობაში ვეტერინარობასა და ცხოველების მკურნალობაზე ოცნებობდა, კინოინდუსტრიაში კი, უფროსი ძმის წყალობით მოხვდა
მსახიობი, რომელიც 14 წლის ასაკში შესრულებული სადებიუტო როლისთვის დაჯილდოვდა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის „ახალგაზრდა მსახიობის“ პრესტიჟული პრემიით
ფეხბურთელობაზე მეოცნებე მსახიობი, რომელსაც კინო მილოშ ფორმანმა და მისმა მიუზიკლმა „თმებმა“ შეაყვარა
მსახიობი, რომელმაც „ოსკარის“ რეკორდული ნომინაცია მოაგროვა და სამართლიანად დაიმსახურა „ჰოლივუდის ლეგენდის“ ტიტული
მსახიობი, რომელმაც პირველი პროფესიული გამოცდილება რიკი მარტინის კლიპში მონაწილეობით შეიძინა
გული არ გაიტეხოთ, რომ ვერავინ იცანით, მთავარია საკუთარი თავი არ აგერიოთ სხვაში
სავარაუდოდ, თქვენი პასუხები შემთხვევით დაემთხვა. როგორც ჩანს, სხვისი ბავშვობა თქვენთვის ნაკლებადაა საინტერესოა.
ბრავო! როგორც ჩანს, თქვენს ოჯახურ ფოტოალბომში ჰოლივუდელებისთვისაც მოიძებნა ადგილი.